სალომე გოგეშვილი: ავარიის დროს ადგილზევე დავკარგე მარჯვენა ხელი
„სამსახურიდან სახლში მანქანით მივდიოდი. ნაწვიმარზე მოსრიალდა მანქანა და დიდი რკინის კონსტრუქციას შევასკდით. ვიგრძენი, რომ მუხლებზე რაღაც სიმძიმე დამეცა. ადგილზევე დავკარგე მარჯვენა ხელი“, ამბობს გოგეშვილი
სალომეს განცხადებით, ძალიან რთული გზა გაირა სანამ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. იყო დეპრესიული დღეები, არასრულფასოვნების საშინელი შეგრძნება. თუმცა მან შეძლო ამ ყველაფრის დამარცხება. დღეს იგი აქტიურად ვარჯიშობს და პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება.