ნოდარ ლატიბაშვილის ვოიაჟი და შტუტგარტის სიმინდის ყანებით მოხიბლული ქართველი ფერმერი

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი
ნოდარ ლატიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ ლატიბაშვილი ახალგაზრდა ფერმერია. მისი მეურნეობა ძალიან მრავალფეროვანია. აქვს ვენახი, მოჰყავს ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი. წელს გააშენა თხილი და მოიყვანა შვრია. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე და არა მარტო, ხშირად უწევს მოგზაურობა.

ნოდარი თავისი ვოიაჟის შესახებ „Sputnik საქართველოს“ ესაუბრა და მოგზაურობის დროს განცდილი შთაბეჭდილებები გაუზიარა. 

— ფაქტიურად როცა თავისუფალი დრო მაქვს ყოველთვის დაგეგმილია სადმე გამგზავრება. ჩემი აზრით, ამ დროს ძალიან იცვლება ადამიანის დამოკიდებულება პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მიმართ, ჩემს შემთხვევაში უფრო მეტად დავაფასე ბევრი რამ და უფრო მეტად მომინდა, რომ საქართველოშიც ვნახო ის მიღწევები რაც განვითარებულ ქვეყნებშია. ზოგადად საინტერესოა როცა უცხო კულტურას ეცნობი ნებისმიერი კუთხით და გარკვეული შთაბეჭდილება გიყალიბდება იმაზე რაც ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულად ვიცით შორიდან. 

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი
ნოდარ ლატიბაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ლატიბაშვილი

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ…

— პირველად 1996 წელს მომიწია ოჯახით წასვლა რუსეთში, კასპიის ტბის სანაპიროზე, ქალაქ მახაჩკალაში. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა პარკმა, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო შუა ქალაქში. დიდი ხნით ვერ გავჩერდით იმიტომ, რომ მე და ჩემს დას დაგვეწყო საოცარი ნოსტალგია, მაღალი სიცხეები მოგვცა. თან მაშინ პატარები ვიყავით. მახსოვს, როცა ვბრუნდებოდით  საქართველოს რომ მოვუახლოვდით, ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  ძალიან ნაცნობ ბუნებაში აღმოვჩნდით, აშკარად მშობლიური იყო ამწვანებული ტყეები და ჰაერი დაღესტნის ხრიოკი კლდეებისგან განსხვავებით. მეც და ჩემი დაც კარგად გავხდით მომენტალურად.

- დაახლოებით რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი და მათგან რომელს გამოარჩევდით?

— 10-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ყველა საინტერესო იყო თავიდან ბოლომდე და განსხვავებული. ჯერჯერობით გერმანიაა ფავორიტი, სისუფთავით წესრიგით, სიწყნარით. რასაც ვერ ვიტყოდი ჩინეთზე, ისეთი სმოგი იყო, თვითმფრინავი რომ დაეშვა მეგონა ღამდებოდა არადა დილა ყოფილა. მერე შევამჩნიე, რომ მზე არ ჩანდა ისეთი ჰაერი იყო. მაგრამ რადიკალურად სხვა რამ ხდება შანხაიში. რომ შევადაროთ, ჩემი აზრით შანხაი არის სუფთა და მოწესრიგებული ნიუ-იორკი, თან ბევრი ასლია გადმოღებული, შენობები და მონუმენტები.

- ძირითადად როგორი ვიზიტებით გიწევთ უცხო ქვეყანაში გამგზავრება? დასასვენებლად თუ საქმიანობიდან გამომდინარე? 

— ერთიც და მეორეც. მაგალითად ბოლოს მომიწია ჩინეთში ვიზიტი. ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით ტარდებოდა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სამ კვირიანი პროგრამა.

© FB / Nodar Latibashviliნოდარ ლატიბაშვილი
ნოდარ ლატიბაშვილი - Sputnik საქართველო
ნოდარ ლატიბაშვილი

- იმ ქვეყნებიდან სადაც ნამყოფი ხართ, ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაშია განვითარებული სოფლის მეურნეობა?

— რთულია ასე გამიჯვნა. მახსოვს შტუტგარტის აეროპორტიდან რომ გამოვედი უზარმაზარი სიმინდის ყანა დამხვდა გადაჭიმული. ერთი გოჯი მიწა არაა დაუმუშავებელი და მიტოვებული. უფრო მეტი ამბები ხდება ჩინეთში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სათბური, სანერგე და გადამამუშავებელი საწარმოა. დაგეგმილი მაქვს უახლოეს წლებში ვესტუმრო იაპონიას, ჩემი მოლოდინით პირველია, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სხვა მრავალი კუთხით.

- მათგან რას აიღებდით, რას ისწავლიდით და რის დანერგვას ეცდებოდით საქართველოში?

— შეიძლება ითქვას, რომ მთელი დარგებია რაც საქართველოში ფაქტიურად მკვდარია. ალბათ ყველაფერი უნდა დავნერგოთ სხვების წარმატებულ მაგალითზე. ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის კუთხით გავიღრმავებდი ცოდნას. მსოფლიო ნახტომებით მიდის წინ, ჩვენ თუ უკვე არსებული და განხორციელებული პროექტები არ გადმოვიღეთ და არ მოვარგეთ ქართულ რეალობას, წლობით მოგვიწევს მთელი რიგი პრობლემების წრეზე სიარული და ვერ განვვითარდებით.

© FB / Nodar Latibashviliჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
ჩინეთი

- გაიხსენეთ ის, რამაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ უცხოეთში. 

— ამერიკის მაგალითზე ვიტყოდი, რომ ძალიან შთამბეჭდავია ამერიკელი ხალხის სიყვარული და პატივისცემა თავის ქვეყნის მიმართ. ჩინეთის მაგალითზე კი საოცარი შრომისმოყვარეობა. ეს არის ორი რამ, რაც ჩემი აზრით ძალიან გვჭირდება და ალბათ ეს ორი ფაქტორია უმნიშვნელოვანესი იმ ქვეყნების განვითარების გზაზე. ძალიან უცნაური წესი აქვთ ჩინეთში, არსად ლიფტში არ არსებობს მეოთხე სართულის ღილაკი, როცა ვიკითხე ამიხსნეს, რომ თურმე 4-იანი გამოითქმის, როგორც სიკვდილი და ამის გამო მის ხსენებას ერიდებიან.

- მოგზაურობის დროს თქვენი ყველაზე სასურველი პარტნიორი ვინ არის და რატომ?

— რა თქმა უნდა ჩემი მეუღლეა და არამარტო მოგზაურობის დროს, ეს ბუნებრივიცაა.

- ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი რაც ცხოვრებაში გინახავთ…

— ძალიან შთამბეჭდავი იყო შანხაის ტაუერი. იგივეს ვერ ვიტყოდი ჩინეთის დიდ კედელზე. ასევე შთამბეჭდავია შვეიცარია თავისი მთებზე შეფენილი პატარა სოფლებით. ძალიან ლამაზია დაკვალული ტყეები გერმანიაში. ნიუ-იორკი თავისი გრანდიოზულობით და მასშტაბურობით. ელის აილენდი თავისუფლების ქანდაკებით. ერთადერთი არ მომეწონა მილანი, არაბუნებრივად გადასულია ერთმანეთში ინდუსტრიული და კულტურული უბნები.

- საქართველოდან რომელ ადგილს გამოარჩევდით?

— საქართველოში ყველა ადგილი ლამაზია და გამორჩეული ჩემთვის. განსაკუთრებით ალბათ თუშეთს გამოვყობ.

- მთის კურორტები გიზიდავთ, ზამთრის, თუ ზაფხულის კურორტები? 

— უფრო მთის კურორტები, სადაც მართლა ისვენებს ადამიანი.

© FB / Nodar Latibashviliშანხაი
შანხაი - Sputnik საქართველო
შანხაი

- არის ისეთი ქვეყანა სადაც თვლით, რომ აღარასოდეს წახვალთ? 

ალბათ ეს იტალიაა. თუმცა შესაძლებელია მილანის გარდა სხვა ქალაქებს ვესტუმრო. უფრო იტალიური ღვინის და მევენახეობის ინტერესით.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— მიმაჩნია, რომ ადამიანი რომელ კულტურულ გარემოშიც იზრდება შესაბამისად მისი ზეგავლენის ქვეშ არის და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი. ამიტომ ქართული სამზარეულო პირველია თავისი რადიკალური გემოებით. მე ზოგადად გურმანი ვარ და თან მაინტერესებს ახალი არომატების და გემოების დაგემოვნება მით უმეტეს ეგზოტიკურის. ასევე ცალკე გამოვყობ იაპონურ სამზარეულოს. 

- საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

— დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი გერმანიაში. რომელიმე პატარა სოფელში. შესაძლოა მომავალში ეს აზრი იაპონიისკენ გადაიხაროს.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რას მოინახულებთ იქ?

— როგორც უკვე აღვნიშნე იაპონიაში მინდა წასვლა. აუცილებლად ვნახავ ფუძიამას და ყველაფერს რაც ეხება რიუნოსკე აკუტაგავას, თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა მოთხრობებმა. ასევე ძალიან მაინტერესებს მასანობუ ფუკუოკას მიდგომები სოფლის მეურნეობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0