აშშ-ის შტატ კალიფორნიაში ძლიერი ტყის ხანძარია. იხილეთ ფოტოები სტიქიის ადგილიდან.
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს, სახლი უკვე 20 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. შტატის სახანძრო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია 11 დაღუპულის შესახებ, ათობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, იუწყება "რია ნოვოსტი".
ორშაბათს კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაფიქსირდა ხანძრის 22 დიდი კერა, რის შედეგადაც 690 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიწვა და განადგურდა დაახლოებით 3,5 ათასი შენობა.

სახანძრო თვითმფრინავი DC-10 ხანძრის ჩასაქრობად ტონობით წყალს ასხამს კალიფორნიის ტყეში

დაიწვა სასტუმრო Hilton Sonoma Wine Country სანტა-როზაში

ხაძარს ასობით მეხანძრე განუწყვეტლად ებრძვის

ხანძრის ჩასაქრობად კალიფორნიაში ათობით სპეცტექნიკას იყენებენ

ასე გამოიყურება კალიფორნია ხანძრის დროს სიმაღლიდან

ტყის ხანძარმა კალიფორნიის შტატში 3,5 ათასზე მეტი შენობა გაანადგურა

ხანძრის გაჩენის შემდეგ კალიფორნიაში ათობით ადამიანი დაიკარგა, ხოლო დაღუპული 11 ადამიანია. ფოტოზე: პოლიციის თამამშრომლები დამწვარი სახლების ნანგრევებში მათი კოლეგის, ტომ ფრანსუას პოლიციის ჟეტონს ეძებენ

სტიქიის მასშტაბები საკმაოდ დიდია - შტატში 22 დიდი კერა დაფიქსირდა. ხანძარი ვრცელდება და გზად ყველაფერს ანადგურებს

ხანძარმა ჯამში 690 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაანადგურა

სიმაღლიდან გადაღებული კადრებით კატასტროფის მასშტაბების წარმოდგენა ადვილდება - ფოტო გადაღებულია სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთში

ხანძრის შემდეგ პეიზაჟები აპოკალიპტურ სურათებს მოგაგონებთ ფილმებიდან, რომლებშიც ატომური აფეთქება ხდება

შტატში ევაკუაცია გამოცხადდა - საკუთარი სახლი დატოვა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა

ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა შტატის ინფრასტრუქტურასაც. ფოტო გადაღებულია კალიფორნიის 12-ე შოსეზე

ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ალბათ აუნაზღაურებელია

ხანძართან დაკავშირებით კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული