პლასტიკური ოპერაციის მწარე საფასური, ანუ საზღვარზე „გაჩხერილი“ სამი ქალი

გამოწერა

ბოლო პერიოდში ჩინელი ქალბატონები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ მეზობელი კორეის პლასტიკურ ქირურგებს, რომლებიც განთქმულები არიან ოსტატობით. ამის პარალელურად იზრდება საზღვარზე მომხდარი კურიოზების რაოდენობაც.

კორეის პლასტიკური ქირურგიის კლინიკები პაციენტებს სრულ მომსახურებას სთავაზობენ, რაც გარდა ოპერაციისა, ასევე ითვალისწინებს საბუთების წესრიგში მოყვანას. კერძოდ, გარეგნობის შეცვლის მსურველებს უმზადებენ დოკუმენტაციას, რომელიც შეიცავს ფოტომასალას, თუ როგორ გამოიყურებოდა პაციენტი ოპერაციამდე, სიტყვიერადაა აღწერილი, სახელდობრ რა შეიცვალა სხეულზე და ასევე ერთვის ფოტო, რომელზეც მარკერით მონიშნულია სხეულის ის ადგილები, რომლებიც ქირურგებმა გადაასხვაფერეს.

ერთი სიტყვით, კეთდება ყველაფერი, რომ პაციენტებს საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. მაგრამ ისეც ხდება, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს, ვინაიდან ნაოპერაციები სახის დაცხრომასა და ფორმაში მოსვლას გარკვეული დრო სჭირდება. დრო, რომელიც ყველას არ აქვს.

ასე დაემართა სამ ჩინელ ახალგაზრდა ქალსაც, რომლებიც აეროპორტში საშინლად დასივებული სახეებით გამოცხადდნენ. კორეელი მესაზღვრეები ბევრს ეცადნენ, მაგრამ საბუთებში არსებულ მონაცემებსა და გოგონებს შორის ვერაფერი საერთო ვერ იპოვეს. შესაბამისად, სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს და იქვე, აეროპორტის სასტუმროში შეასახლეს, რათა რაღაც დროის შემდეგ, როდესაც სახვევებს მაინც მოიხსნიან, კიდევ სცადონ მათი იდენტიფიცირება.

 

ყველა ახალი ამბავი
0