მეტროსადგური „უნივერსიტეტი" 16 ოქტომბერს გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროსადგური "უნივერსიტეტი"
მეტროსადგური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგური საბურთალოს ხაზზე — „უნივერსიტეტი" 16 ოქტომბერს გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია.

„უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები განთავსდება ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მუშაობა, რომელიც 29 სექტემბრიდან დაკეტილია, აღდგება მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ოფიციალური გახსნის შემდეგ, იტყობინება Новости-Грузия თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

შეზღუდვა უკავშირდება მეტროსადგურ „უნივერსიტეტზე“ სატესტო რეჟიმის ამოქმედებას. 

„შეზღუდვა ჯერჯერობით არ მოხსნილა. ეს პირდაპირ უკავშირდება ახალი სადგურის გახსნას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს ღონისძიებები დასრულდება, მოძრაობა აღდგება“, — განუცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო  Новости-Грузия-ს.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0