აზიური ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებსაც შეესია

© Sputnik / STRINGERაზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ციტრუსოვანი კულტურების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად შეწამლონ აზიური ფაროსანა, ნათქვამია სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაიწყო პრეპარატების დარიგება, რომლებიც დასავლეთ საქართველოს 230 000-მა ოჯახმა მიიღო. მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების დარიგების პროცესი მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებში. თითოეულ ოჯახს პრეპარატი (1 ლიტრი), ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი), მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი ინფექციონისტი აზიური ფაროსანას შესახებ განცხადებას ავრცელებს

სეს-ის ცნობით, სააგენტოს მიერ გადაცემული ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება საკარმოდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით. პრეპარატის კონცეტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს.

ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების, ვადებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და დაავადების გადამტანი მწერი არ არის. მავნებელი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მავნებელთან ბრძოლა წლის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მავნებელი ზამთრის ძილს არ მიეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0