თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი და კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულები ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.