დაეხმარე ოთხფება მეგობარს: უპატრონო ცხოველებზე მზრუნველი თბილისელი

გამოწერა
НовостиTelegram

უპატრონო ცხოველების დამცველი პაველ ჯურაევი უკვე ხუთი წელია ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავს, უზრუნველყოფს მათ საკვებით და კურნავს ავადმყოფობებისგან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ზრუნავს ცხოველთა დამცველი მაწანწალა ცხოველებზე.

ცხოველთა დამცველი პაველ ჯურაევი თბილისის გარეუბანში — ფონიჭალაში ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში მან, პირდაპირი გაგებით, ასზე მეტი მაწანწალა ცხოველი გადაარჩინა. ის საკუთარ ინიციატივით ზრუნავს ოთხფეხა მეგობრებზე, კვებავს და მკურნალობს მათ. ძაღლებისა და კატების მოყვარულების უმეტესობა ჯურაევს საქმიანობიდან გამომდინარე კარგად იცნობს, ზოგიერთი მათგანი ცხოველთა დამცველს უპატრონო ცხოველებისთვის საკვებითა და წამლებით ეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0