ჭავჭანიძე: შეიძლება ვერც კი გაიგოს მსხვერპლმა, რომ მასზე კიბერბულინგი განხორციელდა

© Courtesy by Nanuka Chavchanidzeფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე
ფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე საუბრობს, რით განსხვავდება ტრადიციული ბულინგი და კიბერბულინგი ერთმანეთისგან.
ჭავჭანიძე: შეიძლება ვერც კი გაიგოს მსხვერპლმა, რომ მასზე კიბერბულინგი განხორციელდა

„სოციალური ქსელებით ხშირად ხდება კიბერბულინგი, ანუ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ განზრახ განხორციელებული აგრესიული ქმედება მსხვერპლის მიმართ ელექტრონული ფორმით და ინტერნეტის გამოყენებით. ამ დროს მსხვერპლმა შეიძლება ვერ, ან გვიან გაიგოს, რომ ის მსხვერპლია და მასზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა“, – ამბობს ნანუკა ჭავჭანიძე.

ფსიქოლოგის განცხადებით, კიბერბულინგის ძალიან ბევრი სახე არსებობს, მაგალითად, მსხვერპლს ანონიმურად ან არაანონიმურად უგზავნიან უსიამოვნო ინფორმაციის შემცველ მესიჯებს, ფოტოებს ან ვიდეომასალას, სოციალური ქსელით ავრცელებენ მის შესახებ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ღიად საუბრობენ და მსჯელობენ მასზე, ასაჯაროებენ მის პირად ინფორმაციას, მისი სახელით ავრცელებენ უსიამოვნო, არასწორ ინფორმაციას, დასცინიან, ლანძღავენ და ა.შ. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ყველა ახალი ამბავი
0