დუბაიში გამართულ გამოფენაზე Gitex 2017 პოლიციამ რამდენიმე სიახლე წარმოადგინა, რომლებსაც ისინი მომავალში გამოიყენებენ. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება მოტოციკლისა და დრონის ჰიბრიდი.
საინტერესო სიახლეებს შორის აღმოჩნდა მფრინავი მოტოციკლი Hoversurf ელექტროძრავით, რომელსაც რუსულ მწარმოებელ კომპანიასთან ერთად ქმნიან, იუწყება Arabian Business. ეს აპარატი იმართება დისტანციურადაც, მას შეუძლია 25 წუთის განმავლობაში ხუთი მეტრის სიმაღლეზე იფრინოს და 300 კგ-მდე ტვირთი 70 კმ/სთ სიჩქარით გადაიტანოს დაახლოებით ექვსი კილომეტრის მანძილზე.