თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ოთხშაბათს საღამოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსანსახურზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია" იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მსახიობის სახლში, ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მსახიობს ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით, რაც 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა.
სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია „ქართულ ფილმში" მიიწვიეს.
ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს თენგიზ აბულაძის ფილმმა „ნატვრის ხე" მოუტანა, რომელშიც გლეხის გოგოს მარიტას როლი შეასრულა.
მსახიობს 20-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის:
მხოლოდ ერთხელ (1994)
ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994)
ოქროს ობობა (ელა) (1992)
სპირალი (ლია რამიშვილი) (1990)
ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ლალი) (1988)
ჭიდაობას რა უნდა (გიული) (1986)
ოჯახი (1985)
დიმიტრი II (დედოფალი ნანა) (1982)
მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო…) (1980)
დიუმა კავკასიაში (რუს., 1979)
სათადარიგო ბორბალი (1978)
პეპელა (გოგონა) (1977)
ნატვრის ხე (მარიტა) (1976)
კავკასიური რომანსი (მარჯანი) (1975)
სიყვარული, ივერია და… (1975)
მშვენიერი კოსტიუმი (ელისო) (1973)