იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 46,6%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Airzena-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები საქართველოს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილ იქნა 3 199 063 მგზავრი, რაც 46,63%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოოდში თბილისის აეროპორტი, გასულ წელთან შედარებით, 41,42%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ქუთაისის აეროპორტი — 77,82%-ით მეტს, ხოლო ბათუმის აეროპორტი – 58,31%-ით მეტს.

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
Зона регистрации на авиарейсы в Тбилисском аэропорту - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 005 მგზავრს მოემსახურა, რაც 93,40%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ამბროლაურის აეროპორტმა კი წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 517 მგზავრს მოემსახურა.

© RIA Novosti . courtesy of Vakho Naverianiმესტიის აეროპორტი
аэропорт в Местиа Сванетия - Sputnik საქართველო
მესტიის აეროპორტი

მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ — 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების – 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით ზრდა 41,12%-ს შეადგენს.

© Sputnik / Alexander Imedashviliირანული ავიაკომპანიის Kish Air თვითმფრინავი
Самолет иранской авиакомпании Kish Air - Sputnik საქართველო
ირანული ავიაკომპანიის Kish Air თვითმფრინავი

14,42%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის ცხრათვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 95 288, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 109 032 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 26 458,97 ტონა შეადგინა, რაც 4 207,75 ტონით, შესაბამისად, 18,91%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის რაოდენობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0