გიორგაძე: მნიშვნელოვანია რას შესთავაზებს ქართული მხარე ირანულ ბიზნესს

© Photo: Courtesy of Vepkhia Giorgadzeვეფხია გიორგაძე
ვეფხია გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესებას ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაც უწყობს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ვეფხია გიორგაძემ.
გიორგაძე: მნიშვნელოვანია რას შესთავაზებს ქართული მხარე ირანულ ბიზნესს

„ირანელი ინვესტორების ეკონომიკური და პოლიტიკური შეფასების კრიტერიუმით, საქართველო მათთვის ფულის დასაბანდებლად ხელსაყრელი ქვეყანაა, თუმცა ამავე დროს ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა საინვესტიციო წინანდადებებს დაახვედრებს თბილისში ჩამოსულებს ქართული მხარე“, — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

დღეს სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ირანული ბიზნეს-დელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია: ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტროდანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა, ჰიგიენური საშუალებები, ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი, ინტერნეტ-სერვისები.

ყველა ახალი ამბავი
0