ქართველი სტუდენტები რუსეთში ახალგაზრდობის ფესტივალზე მიდიან

გამოწერა

სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე მიმავალმა ქართველმა ახალგაზრდება შეხვედრა გამართეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გეგმავენ შეხვედრის მონაწილეები ფესტივალზე გამგზავრებას.

თბილისში, ფესტივალზე მიმავალმა ქართველი ახალგაზრდების დელეგაციამ შეხვედრა გამართა. მის მონაწილეებს მგზავრობის ადმინისტრაციული მომენტები აუხსნეს, ასევე გუნდის წევრების განწყობის ასამაღლებლად ჩატარდა ტრენინგი.

მსოფლიო ფესტივალზე, რომელიც 14-22 ოქტომბერს სოჭში გაიმართება, მონაწილეობას 186 ქვეყნის 20 ათასი წარმომადგენელი მიიღებს. ფესტივალის მონაწილეები არიან 18-დან 35 წლამდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას 140 დელეგატი მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0