თბილისში პირველად საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი „იყიდე ქართული" გაიხსნა

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს-ფორუმი „იყიდე ქართული" უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში 300-ზე მეტ ადამიანს შეკრებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ღონიძიების ინიციატორმა, მოძრაობა Kar.ge-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.
თბილისში პირველად საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი „იყიდე ქართული“ გაიხსნა

„პირველ რიგში იმას ველოდები, რომ საჭირო ხალხი ერთმანეთს შეხვდება და საქმეზე ისაუბრებს. უმთავრესი არის კომუნიკაცია, კავშირები, რასაც, როგორც წესი, გარიგებები და შეთანხმებები მოჰყვება. ძალიან კონკრეტულ შედეგებს ველოდებით. ცხადია, ეს იმ დღესვე არ მოხდება, მაგრამ ფორუმის შემდეგ, დროთა განმავლობაში მოსალოდნელია", – განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ.

ფორუმი სასტუმრო „ჰოტელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს-ფორუმის საერთაშორისო პარტნიორია World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი, ღონისძიების გენერალური სპონსორი კი სს „რუსთავის აზოტია“.

ყველა ახალი ამბავი
0