აზიური ფაროსანა უკვე თბილისშია

გამოწერა
დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთნ აქტიური ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს, თბილისში კი განგაში ახლახან ატეხეს

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მწერი, რომელსაც ბოლო დროს ამჩნევენ თბილისში, მართლაც აზიური ფაროსანა ყოფილა.

წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ გამოყო თანხები აზიურ ფასოსანასთან ბრძოლისთვის, რომელიც, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მავნებელი დედაქალაქშიც შეამჩნიეს, ამიტომ სპეციალისტებმა მწერების ნიმუშები ვაკის პარკში აიღეს.

უახლოეს დროს თბილისში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები დაიწყაბა. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მავნებელს რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილის გადალახვა შეუძლია. ტემპერატურის კლების გამო აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქებისკენ მიგრირებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ვიდეოინსტრუქცია - Sputnik საქართველო
აუცილებლად სანახავი: აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის ვიდეოინსტრუქცია

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიური ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, გაძლიერებულია მონიტორინგი მავნებლის პოპულაციაზე, თბილისის სხვადასხვა უბანში დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფერომონები) განთავსება.

პარკებისა და ბაღების ქიმიური დამუშავება მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წარიმართება. სპეციალისტების თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პრეპარატების გამოყენება საცხოვრებელ სახლებში დაუშვებელია. სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის მოსახლეობას დამატებით რეკომენდაციებს მიაწვდიან.

აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და დაავადების გადამტანი მწერი არ არის. მავნებელი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს.

პრესკონფერენციაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ აზიურ ფაროსანას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან. მავნებელთან ბრძოლის პროტოკოლი ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში დადგენილი არ არის, გარდა ამისა, მათი სრული განადგურება ჯერჯერობით ვერსად ვერ ხერხდება.

საქართველოს მთავრობამ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაიწყო პრეპარატების დარიგება, რომლებიც დასავლეთ საქართველოს 230 000-მა ოჯახმა მიიღო. მავნებბელთან ბრძოლა წლის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მავნებელი ზამთრის ძილს არ მიეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0