ადა მარშანია მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე საუბრობს
„რუსეთმა კვლავ დაგვიდასტურა, რომ ხელს შეგვიწყობს სოხუმსა და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში და საფლავების მონახულების საკითხშიც. გაკვირვება გამოითქვა, რომ საქართველოს მთავრობა არც ეხმაურება და არც იღწვის პირდაპირი დიალოგისთვის სოხუმსა და ცხინვალთან. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ჩვენ ერთობლივად შევეცდებით გადავჭრათ საფლავების მონახულების საკითხი", — განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეონიდ კალაშნიკოვთან და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან კონსტანტინ კოსაჩევთან.