თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ერევნის ცენტრში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა, იუწყება "Sputnik–სომხეთი" რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
შესაბამის სამსახურში შეტყობინება ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ორშაბათს, 06:59 საათზე შევიდა.
ბინის ერთ-ერთ საძინებელში 77 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელიც კვამლით გაიგუდა.
დაკვამლიანების შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაზარალდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.