წულუკიანი: რელიგიური თემების პოლიტიზირება ამ ქვეყანას ნათელ მომავლამდე არ მიიყვანს
„დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტებთან დაკავშირებით მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“ ინფორმაცია, რომ მათ უმკაცრესი დირექტივები გასცეს თავიანთ აქტივზე, რომ თუ ამგვარი რამ იყო მომხდარი – და ამას უკვე სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ – მომავალში ყველამ თავი უნდა შეიკავოს რელიგიური გრძნობებისა და აღმსარებლობის საკითხების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისგან“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, რელიგიური საკითხებით მანიპულირება და რელიგიური თემების პოლიტიზირება ამ ქვეყანას არ მიიყვანს ნათელ მომავლამდე.