თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოხტა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უბედური შემთხვევა ორშაბათს, დილით მოხდა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება ადგენს.
მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.