საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი შვიდჯერ გაიზარდა

© photo: press-service Ministry of Agriculture of Georgia კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქის რაიონში
კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაღალი ხარისხის კარტოფილზე შიდა და გარე ბაზარზე მოთხოვნამ მასზე ფასის პრაქტიკულად გაორმაგება გამოიწვია, რამაც ფერმერების შემოსავალი გაზარდა „

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი, პროდუქტის მაღალი ხარისხის გამო, გასულ წელთან შედარებით შვიდჯერ გაიზარდა, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, კარტოფილის უხვი მოსავლის წყალობით, წელს ექსპორტმა 35 ათას ტონას გადააჭარბა.

© Ministry of Agriculture of Georgiaკარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქის რაიონში
Сбор урожая картофеля в Ахалкалакском районе - Sputnik საქართველო
კარტოფილის მოსავლის აღება ახალქალაქის რაიონში

საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან ერთად ახალქალაქში კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო.

ლევან დავითაშვილმა ახალქალაქის რაიონში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში გაფართოვდა. პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში წლიურად 600 ტონა კარტოფილი და 200 ტონა მარცვლეული კულტურის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში 20 ადგილობრივი მოსახლეა მუდმივად დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რიცხვი 50 ადამიანით იზრდება.

© Ministry of Agriculture of Georgiaკარტოფილის შესანახი ადგილი ახალქალაქის რაიონში
Картофелехранилище в Ахалкалакском районе - Sputnik საქართველო
კარტოფილის შესანახი ადგილი ახალქალაქის რაიონში

„ჯავახეთის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია კარტოფილის წარმოების თვალსაზრისით. მოსავლის ზრდა რამდენიმეწლიანი დაუღალავი თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ ფერმერებთან მივიტანეთ ცოდნა თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენების კუთხით და შესაბამისად, მათ გაზარდეს პროდუქტიულობა", – განაცხადა დავითაშვილმა.

© Ministry of Agriculture of Georgiaმინისტრი ლევან დავითაშვილი კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
Глава Минсельхоза Грузии Леван Давиташвили ознакомился с уходом уборки картофеля в Ахалкалакском районе - Sputnik საქართველო
მინისტრი ლევან დავითაშვილი კარტოფილის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

„ერთიანი აგროპროექტი" სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების მართვის სააგენტოს პროგრამაა, რომელიც წარმოების გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მაღალი ხარისხის წარმოების სტაბილური ზრდის ხელშეწყობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0