სანქტ–პეტერბურგში ფესტივალზე „ბალტიის სახლი" საქართველოს დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Alexei Danichevსანქტ–პეტერბურგი
სანქტ–პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტერბურგის ფესტივალის სტუმრებს ელოდება გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი, ფოტოგამოფენა და წიგნების პრეზენტაცია

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი საქართველოს XXVII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიის სახლი" წარადგენს, განუცხადეს Sputnik–ს თეატრში.

ფესტივალი სანქტ–პეტერბირგში 3–21 ოქტომბერს მიმდინარეობს. გრიბოედოველები 10 და 11 ოქტომბერს გამოვლენ „ბალტიის სახლის" მცირე სცენაზე სპექტაკლით А.Л.Ж.И.Р. (აბრევიატურა იშიფრება, როგორც" სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი"). ფესტივალზე 10 ოქტომბერს „საქართველოს დღე" გაიმართება.

ღონისძიების პროგრამაშია ქართველი ფოტომხატვრის, გოგა ჩანადირის ნამუშევრების გამოფენა „სიმაღლიდან დანახული საქართველო". ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირის „რუსსკი კლუბ" პრეზენტაცია, ნინო ძოწენიძისა და გიორგი ნადიბაიძის კონცერტი.

© photo: courtesy of Goga Chanadiriგოგა ჩანადირის ნამუშევარი
Работа грузинского фотохудожника Гоги Чанадири из серии Грузия сверху - храм Джвари - Sputnik საქართველო
გოგა ჩანადირის ნამუშევარი

А.Л.Ж.И.Р. — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები შეგნებულად იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი "ხალხის მტრების.

სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

© Sputnik / Alexander Imedashviliსცენა გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლიდან А.Л.Ж.И.Р.
Репетиция спектакля А.Л.Ж.И.Р о репрессированных женах врагов народа - Sputnik საქართველო
სცენა გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლიდან А.Л.Ж.И.Р.

„ბალტიის სახლი" А კლასის თეატრალური ფესტივალია. წელს მისი თემაა „ცხოვრების იმიტაცია". გრიბოედოვის თეატრი პირველი საზღვარგარეთული რუსული თეატრია, რომელიც ფესტივალის მთელი 26 წიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მიიწვიეს, აღნიშნულია გრიბოედოვის თეატრის განცხადებაში.

ქართველ მსახიობებთან ერთად ფესტივალის სცენაზე გამოვლენ დასები რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ხორვატიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და დანიიდან.

 

ყველა ახალი ამბავი
0