„თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ისტორიულ ცენტრში გაიმართა. იხილეთ „Spitnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ შეხვდა თბილისი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს.
თბილისში საზეიმო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ტარდებოდა. დღესასწაულის ცენტრად იქცა ქალაქის ისტორიული ცენტრი, სადაც იმართებოდა ბაზრობები, გამოფენები და წარმოდგენები. სტუმრებისთვის სუფრები ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი. ამინდიც საზეიმო და დღესასწაულის შესაბამისი იყო – თბილისობაზე თბილი, მზიანი ამინდები გამოვიდა, ტემპერატურა 20 გრადუსს აღწევდა.