მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების რბოლა ავსტრალიაში

გამოწერა

ავსტრალიაში მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების რბოლა The World Solar Challenge დაიწყო. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობს შეჯიბრი, რომლის მონაწილეებსაც ავტრალიის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გადაკვეთა მოუწევთ.

შეჯიბრში The World Solar Challenge მონაწილეობას 42 მანქანა მიიღებს. რბოლა ქალაქ დარვინში დაიწყო. ჯამში მონაწილეებმა 3000 კმ უნდა დაფარონ. ავსტრალიის გადასაკვეთად მათ დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდებათ, ვინაიდან ამ ტიპის ავტომობილების სისწრაფე 90-100 კმ/სთ-ს არ აღემატება. საფინიშო წერტილი ქალაქი ადელაიდაში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0