საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შესწორებებს ვეტო დაადო

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესწორებებიდან ექვს საკითხს არ ეთანხმება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციის პროექტს თავისი შენიშვნებით პარლამენტს უბრუნებს.

"დღეს მე გადავაგზავნი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშვნებს", – განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, შენიშვნები ეხება ექვს საკითხს, მათ შორისაა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებისა და საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებების გადადება.

ყველა ახალი ამბავი
0