ლეგენდარული ჟან როშფორი გარდაიცვალა

© REUTERS / Benoit Tessierჟან როშფორი
ჟან როშფორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში გარდაიცვალა ჟან როშფორი, რომელსაც ნათამაშევი აქვს პიერ რიშართან, მიშელ მერსიესთან, ჟან მარესთან, ჟან-პოლ ბელმონდოსთან და ფრანგული კინოს სხვა ვარსკვლავებთან ერთად.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან როშფორი, იუწყება გაზეთი LeMonde.

87 წლის ფრანგი მსახიობი ჟან როშფორი კვირას, ღამით გარდაიცვალა პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც აგვისტოდან მკურნალობდა, იუწყება მსახიობის ოჯახი.

„ჟან როშფორი ელეგანტურობისა და კეთილგანწყობის განსახიერება იყო. ხმა, რომლითაც ყველას გვატყვევებდა, ღიმილი, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებდა. ნამდვილი ლეგენდა", — დაწერა პარიზის მერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მსახიობის კარიერა როშფორმა 1958 წელს დაიწყო. დრამატული ხელოვნების უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ის თავიდან თეატრში თამაშობდა, შემდეგ კი კინოში დაიწყო გადაღება.

იგი ცნობილია ფილმებით „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა", „მაღალი ქერა მამაკაცი შავი ფეხსაცმლით", „დიდებული ანგელოზი", „კიბორჩხალა-მედოლე", „ასტერიქსი და ობელიქსი", „მემკვიდრე" და სხვ.

მსახიობი 150-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ჟან როშფორმა სამჯერ მოიპოვა ფრანგული კინოპრემია „სეზარი".

ყველა ახალი ამბავი
0