„კოსტაობა 2017" ოქტომბერში მასშტაბურად აღინიშნება

© photo: Sputnik / Maksimov / გადასვლა მედიაბანკშიკოსტა ხეთაგუროვი
კოსტა ხეთაგუროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოსი პოეტის, პუბლიცისტისა და მხატვრის კოსტა ხეთაგუროვის პატივსაცემად საზეიმო ღონისძიებები ასეთ ფართო ფორმატში პირველად გაიმართება და სამ დღეს გაგრძელდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 13–15 ოქტომბერს გაიმართება ცნობილი ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 158-ე წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაული კოსტაობა 2017".

კოსტაობის" ორგანიზატორები არიან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–ოსური ურთიერთობების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ლაგოდეხის რაიონის ადმინისტრაცია.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ოსი პოეტის, პუბლიცისტისა და მხატვრის კოსტა ხეთაგუროვის პატივსაცემად საზეიმო ღონისძიებები ასეთ ფართო ფორმატში პირველად გაიმართება და სამ დღეს გაგრძელდება.

დღესასწაულის პროგრამაშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ–ოსური ურთიერთობები – ისტორია და თანამედროვეობა", რომელშიც მონაწილეობენ სტუმრები ვლადიკავკაზიდან (13 ოქტომბერი), სახალხო დღესასწაული ეთნოგრაფიული მუზეუმის ოსურ კუთხეში, ხეთაგუროვის ძეგლისა და მისი ქართველი მეგობრის დიმიტრი ყიფიანის საფლავის ყვავილებით შემკობა (14 ოქტომბერი).

15 ოქტომბერს სახალხო ზეიმი გაიმართება სოფელ არეშფერანში (ლაგოდეხის რაიონი), სადაც მომზადდება ოსური სამზარეულოს კერძები, ჩატარდება დოღი, ჩემპიონატი ჭიდაობაში, კონცერტი და სხვა აქტივობები", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკოსტა ხეთაგუროვის სურათის რეპროდუქცია
Репродукция картины Коста Хетагуров - Sputnik საქართველო
კოსტა ხეთაგუროვის სურათის რეპროდუქცია

ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის რეგიონიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლად მიიჩნევა. 1899 წელს მან გამოუშვა პოეტური კრებული ოსური ლირა", რომელშიც, მათ შორის, პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0