„ეს ათი მილიონი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. რაც შეეხება განსხვავებას ბიუჯეტებს შორის, ეს გამოწვეულია ე.წ. ფრანგული პროექტით, რომელიც ემსახურებოდა თავისი შინაარსით საქართველოს ცის უსაფრთხოებას", – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) განისაზღვრა 12 364 500 ათასი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911 500 ათას ლარს, გრანტები — 165 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 288 მლნ ლარს.
საქართველოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში განიხილება, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 702 000 000 ლარი იქნება. 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით კი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 748 000 000 ლარს შეადგენს.