ბიტკოინი – ვირტუალური ფული და გაკოტრების რეალური საფრთხე!..

© REUTERS / Benoit TessierМонеты биткоин в центре криптовалюты в Париже
Монеты биткоин в центре криптовалюты в Париже - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს იპყრობს ელექტრონული ვალუტა – ბიტკოინი! ვირტუალური ფული, რომელიც არაფრით არის უზრუნველყოფილი და ადამიანების ნდობას ეფუძნება...

პატივცემულო მკითხველო, უკვე რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენი ყურადღება ქვეყანაში არსებული ე.წ. ფინანსური პირამიდის პრობლემაზე გავამახვილე, აღვნიშნე, რომ ბოლო დროს საეჭვო რეპუტაციის მქონე საფინანსო კომპანიებმა თაღლითური გზით მოქალაქეთა მილიონობით ამერიკული დოლარი მიითვისეს. სტატიის დასასრულს კი გავკადნიერდი და „იოლი ფულის“ შოვნის მიზნით თანხის ამა თუ იმ კომპანიაში დაბანდებამდე დაფიქრებისკენ მოგიწოდეთ… ვინ გაითვალისწინებს რჩევას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გადავწყვიტე კიდევ ერთ „პირამიდაზე“ გესაუბროთ.

ეს შედარებით ახალი და ჯერჯერობით წარმატებული „საქმეა“, თუმცა მასში უკვე ჩართული არიან მასები და, როგორც სპეციალისტები ბრძანებენ, ის შესაძლოა ხუხულასავით დაინგრეს.

პირამიდა დოლარზე - Sputnik საქართველო
კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

მსოფლიოს თანდათან იპყრობს ვირტუალური ფული, რომელსაც ბიტკოინი შეარქვეს. იგი ციფრულ ქონებას და ელექტრონული გადახდის ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც ჯერჯერობით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, შესაბამისად, ვერც იბეგრება. ბოლო დროს ბიტკოინი საქართველოშიც გამოჩნდა. რასთან გვაქვს საქმე? სანდოა თუ არა ფულის გადახდის ასეთი მექანიზმი და რა დადებითი თუ უარყოფითი ნიუანსები ახასიათებს მას?

© AFP 2024 / ROSLAN RAHMANბიტკოინის სუვენირული მონეტა
Изображения биткоина и доллара на экране во время Всемирного конгресса Интерпола в Сингапуре в июле 2017 года - трехдневная конференция по содействию инновациям для будущих вызовов безопасности проходила 4-6 июля - Sputnik საქართველო
ბიტკოინის სუვენირული მონეტა

დღეს ბიტკოინი მსოფლიოში ყველა მთავრობისგან დამოუკიდებელი და უკონტროლო გადარიცხვის სისტემაა, რომელიც, მხოლოდ ერთი შეხედვით, მარტივ პრინციპს ემყარება: ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლიათ შუალედური რგოლის, ანუ მთავარი სერვერის გვერდის ავლით ერთმანეთში ინფორმაცია უშუალოდ გაცვალოს, რაც საშუალებას იძლევა – ორმა მომხმარებელმა სავაჭრო თუ ფინანსური ანგარიშსწორება აწარმოოს ყოველგვარი შუამავლის თუ მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე. სავაჭრო ოპერაციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ეწოდება ბლოკჩეინი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიტკოინს ვალუტად არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. რამდენად მყარია ასეთი სისტემა?— შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სიმყარის არანაირი გარანტიები არ არსებობს, ვინაიდან ბიტკოინის უკან არაფერი არ დგას. აი, მაგალითად, საქართველოში ფულს უშვებს ცენტრალური ეროვნული ბანკი. ამერიკის შეერთებულ შტატებში — ფედრერალური სარეზერვო სისტემა. იმ ფულის უკან დგას აქტივები, ანუ ფული რაღაცით არის უზრუნველყოფილი. ბიტკოინი კი არაფრით არის უზრუნველყოფილი და მისი სიმყარე მხოლოდ ადამიანებისგან ამ მექანიზმის მიმართ გამოხატულ ნდობას ეფუძნება. რაც მეტი ადამიანია ჩართული სისტემაში, მით მყარია იგი. მაგრამ ეს სიმყარეც ფარდობითია. ნდობა კი თუ რაიმე ფაქტორის გამო დაირღვა, მთელი ეს მექანიზმი ხუხულასავით ჩამოიშლება!

© AFP 2024 / ROSLAN RAHMANბიტკოინ-ბანკომატი სინგაპურის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში
Биткоин-банкомат Bitcoin ATM по купле-продаже цифровой валюты в торговом центре в Сингапуре - Sputnik საქართველო
ბიტკოინ-ბანკომატი სინგაპურის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში

ბიტკოინს ხშირად ელექტრონულ, ვირტუალურ ვალუტას უწოდებენ. ელექტრონული ფული რეალურად არ არსებობს, ის მხოლოდ იდეაშია! გადახდის ეს საშუალება იაპონელმა სანტოში ნაკამოტომ გამოიგონა. თავიდან ის საკუთარ გამოგონებას სერიოზულად არც კი აღიქვამდა, მაგრამ 2009 წელს ეს სისტემა კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვეს და ბიზნეს–იდეა ამოქმედდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ: ვთქვათ, ხელთ გაქვთ ათასი ლარი და გინდათ ბიტკოინით სხვა ქვეყანაში მყოფ მეგობარს გადაურიცხოთ. როგორ უნდა მოახერხოთ? თქვენი ათასი ლარის უკან დგას საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ნებისმიერ მოულოდნელ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ათას ლარს ბიტკოინით ვერ გადარიცხავთ. საქართველოში ბიტკოინის წარმომადგენლებისგან უნდა შეიძინოთ ეკვივალენტი კრიპტოვალუტა და შემდეგ, თქვენივე საჭიროების მიხედვით, ის დააგროვოთ ან სურვილის შესაბამისად განკარგოთ. სად და როგორ მოახერხოთ ეროვნული ვალუტის ელექტრონულ ფულში კონვერტირება, არ დავაკონკრეტებ, შესაძლოა, რეკლამაში ჩამეთვალოს. დაინტერესებული მკითხველი თავად მოიძიებს. გეტყვით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბიტკოინის წარმომადგენლებს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი რჩებათ, ისინი პრაქტიკულად არაფერს კარგავენ. ამიტომ ეს ბიზნესი ამ ატაპზე პერსპექტიულ საქმედ მიიჩნევა… ახლა დროა რისკები შევაფასოთ…

© AFP 2024 / LEON NEALბრუკლინის ერთ-ერთი კაფე სადაც გადახდა კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი
Объявление в кофешопе Дублина о том, что здесь принимаются биткоины - Sputnik საქართველო
ბრუკლინის ერთ-ერთი კაფე სადაც გადახდა კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი

ანალიტიკოსი თემურ ბასილია: „ყოველდღიურად იზრდება იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინსაც ცნობენ. თუმცა პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ტრანზაქცია არის დაშიფრული და შედგება ასოებითა და ციფრებით აწყობილი ურთულესი კოდისგან, ანუ თითოეული ბიტკოინის უკან 31 000 ხაზიანი კომპიუტერული კოდი დგას, ის საიმედოდ მაინც არ მიმაჩნია. ბიტკოინით მოსარგებლე ადამიანი ხან მოგებული დარჩება და ხან წაგებული. ეს არის ახალი პირამიდა, რომელშიც ჩართული არიან ადამიანების მასები და, ამდენად, არ არის გამორიცხული, ამ პირამიდამ არსებობა დაასრულოს იმგვარად, როგორც მისმა წინამორბედმა სხვა პირამიდებმა. ალბათ, სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ფინანსისტმა ჯეიმ დაიმონდმა, რომელიც ახლა  ჯ. პ. მორგანის ბანკის პრეზიდენტი გახლავთ, რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ დაითხოვს კომპანიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც ამ კრიპტოვალუტასთან რაიმე შეხება ექნება. ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგია, სადმე ხდებოდეს იმ ტიპის გადარიცხვა, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია. სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს ხშირად აჯარიმებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პრიორიტეტია, რომ საფინანსო სისტემა მაქსიმალურად გახსნილი იყოს, შემცირდეს ე.წ. ოფშორული ზონები, ეფექტურად იმოქმედოს ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ დაწესებულმა ემბარგოებმა.

© Sputnik / Alexander Imedashviliბიტკოინის გამოსახულება სმარტფონის ეკრანზე თბილისის ერთ-ერთ კაფეში
Изображение криптовалюты биткоин на экране смартфона в тбилисском кафе - Sputnik საქართველო
ბიტკოინის გამოსახულება სმარტფონის ეკრანზე თბილისის ერთ-ერთ კაფეში

არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის ახალი აფერა. თუ თქვენ მკითხავთ, რა შეიძლება იყოს აფერის მექანიზმი, გეტყვით – თანხის დაგროვება! როდესაც თანხა რაღაც ოდენობას მიაღწევს, სავსებით შესაძლოა, ბიტკოინის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდეს და ყველამ, ვისაც ამ კრიპტოვალუტაში რესურსი აქვს ჩადებული, ძალზე სერიოზული ღირებულების ქონება დაკარგოს. აქვე უხეშ შედარებას მოვიყვან, საქართველოში 90-იან წლებში ხშირად მომხდარა, როცა საფინანსო ორგანიზაცია მოქალაქეებს არარეალურად დიდ პროცენტებს ჰპირდებოდა, ფულს აგროვებდა და შემდეგ ამ ადამიანებს კუდის რიკამდე გატყვაბულებს ტოვებდა!“

ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ბიტკოინის სისტემით შესაძლებელია კრიმინალური ფულის გათეთრებაც. ამ და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ და არ გვირჩევენ სახსრების ბიტკოინში დაბანდებას. ამ სისტემამ შეიძლება რამდენიმე წელი შეუფერხებლად იმუშაოს და დიდი თანხებიც აღმოჩნდეს მოზიდული, მაგრამ ადრე თუ გვიან მოიფიქრებენ მექანიზმს, რომელიც ამ სისტემასაც გააკონტროლებს. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ბიტკოინი დიდი სკანდალით დასრულდეს და ასეულათასობით ადამიანის გაკოტრება გამოიწვიოს!..

ყველა ახალი ამბავი
0