გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა თბილისში, სპეციალისტები არკვევენ
„საქართველოში დაახლოებით 24 სახეობის მწერია, რომელიც აზიურ ფაროსანას ძალიან ჰგავს, თუმცა ამ სახეობებს თავისი ბუნებრივი მტრები ჰყავთ საქართველოში და, ამდენად, ნათესებს ზიანს არ აყენებენ", — აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, რომელიც დასავლეთ საქართველოში ნათესებს ანადგურებს, ზურაბ ლიპარტიას თქმით, ეს ახალი სახეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია, რაც საქართველოში არის შემოსული, და ის, რა თქმა უნდა, აზიანებს სასოფლო სამეურნეო კულტურებს, ვინაიდან მას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს.