აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში ორი კილოგრამი ოქროს შემოტანას ცდილობდა

© FB / Revenue Serviceკონტრაბანდული ოქრო
კონტრაბანდული ოქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონტრაბანდისტის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 131 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ფილები

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო–გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე" აზერბაიჯანის მოქალაქეს ორ კილოგრამზე მეტი ოქროს ფილები აღმოუჩინეს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ფილები აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს. კონტრაბანდული საქონლის საერთო ღირებულება თითქმის 131 ათასი ლარია.

შემდგომი რეაგირებისთვის საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0