თბილისობა: ფერთა დღესასწაული

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტმა „თბილისობის" ძირითადი თავშეყრის ადგილები მოიარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

თბილისობა! ამ სიტყვაში იმდენი თბილი და სასიამოვნო რამ არის გაერთიანებული… ის ასოცირდება ხალხურ ცეკვასა და სიმღერასთან, ყველანაირ ხილსა და ბოსტნეულთან, ფელამუშთან, ჩურჩხელასა და სხვა ტრადიციულ ატრიბუტებთან. ამ დღეებში ქალაქი პირდაპირ ანათებს, მხიარული და მომღიმარე ადამიანები სეირნობენ, ამინდი კი საერთოდ საუკეთესოა.

ახალი ტფილისი

ყოველ წელს ოქტომბრის პირველ უქმეებზე ჩემთვის ტრადიციად იქცა გავისეირნო თბილისის ქუჩებში, ქალაქის, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ამ ტრადიციას წელსაც არ ვუღალატე, განსაკუთრებით გამახარა თბილმა მზემ მოღრუბლული და წვიმიანი დღეების შემდეგ.

ჩემი გასეირნება ახალი ტფილისით — აღმაშენებლის გამზირით დავიწყე. აქაური თბილისობა რიყის თბილისობისგან განსხვავდებოდა.

კარგად განათებული თანამედროვე ქუჩა, უამრავი კაფე და სასიამოვნო მუსიკა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პატარა ევროპულ ქალაქში სეირნობ.

ერთ-ერთ პავილიონში იყიდება ბლინები სხვადასხვა ხილის შიგთავსით, იქვე ჰოთ-დოგებს ამზადებენ, ქუჩის ბოლოს მოვაჭრეები სათამაშოებს და ბუშტებს ყიდიან. ადამიანები სეირნობენ, საუბრობენ, იცინიან და იღიმებიან — ყველგან მხიარული განწყობაა. 

© Photo: courtesy of Sergo Edisherashviliახალი ტფილისის კვარტალი „თბილისობაზე“
Квартал Новый Тифлис во время празднования Тбилисоба - Sputnik საქართველო
ახალი ტფილისის კვარტალი „თბილისობაზე“

ახალი საფეხმავლო ზონა თბილისელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სასეირნო ადგილი გახდა.

ძველი ქალაქი

ახალი ტფილისიდან ძველ თბილისში მივემართები. სწორედ აქ ზეიმობდნენ მრავალი წლის განმავლობაში თბილისობას. სწორედ აქ იგრძნობა ქალაქის ნამდვილი სული.

რიყეზე ღია ცის ქვეშ სცენა მოეწყო. ხმამაღლა ისმის ხალხური მუსიკა, სცენაზე გოგონები და ბიჭები ქართულ ხალხურ ცეკვას ცეკვავაენ.

ღვინის აღმართზე სახელდახელოდ მოწყობილი უამრავი სავაჭრო პავილიონია — აქ იყიდება სუვენირები, სუნელები, ჩაი. აი დიდ ქვაბებში იხარშება ფელამუში, ჩურჩხელებს ავლებენ. მოვაჭრეები ერთმანეთს ელაპარაკებიან — ვინ რამდენი გაყიდა, როგორი ამინდია, ზოგი კი უბრალოდ დაიღლილობას უჩივის. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან დღესასწაულის კოლორიტსა და განუმეორებელ ატმოსფეროს.

შემოდგომის ფერები

ტრადიციულად, თბილისობაზე ეწყობა უამრავი ინსტალაცია საშემოდგომო ნობათით. აქ ნახავთ ყველანაირ მწიფე ხილს, ახალ ბოსტნეულსა და ფერად-ფერად ყვავილებს. და, რა თქმა უნდა, ფურშეტების განუყოფელ ატრიბუტს — ქართულ ღვინოს.

განსაკუთრებით გამოირჩევიან გოგონები, რომლებიც გვირგვინებს წნავენ, მათ ირგვლივ ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოა, თითოეული ყვავილი და ფოთოლი უნდა მიამაგრო, გოგონებს ხელები უკვე გაუშავდათ, მაგრამ ისინი მაინც იღიმებიან, ბავშვებსა და გოგონებს დღესასწაულს ჩუქნიან და თავზე შემოდგომის დიადემებს უკეთებენ. მეც მომინდა ასეთი ლამაზი სამკაულის გაკეთება… 

წელს თბილისობაზე უამრავი ადამიანი იყო. სეირნობისას მეგობრები და ნაცნობები შემხვდნენ, ვნახე ბევრი ექსკურსია ტურისტებისთვის, ბევრი ადამიანი რეგიონიდან ჩამოვიდა. ეს უქმეები დიდხანს მემახსოვრება.

დიახ, თბილისობა — საქართველოს დედაქალაქის მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ ორ დღეში ქვეყნის მთელი კოლორიტი ერთ ადგილზე იყრის თავს. კარგი განწყობა, გულახდილი ღიმილი და მხიარული სიცილი — დღესასწაულის სამი მთავარი მეგზურია. ამ დღეს პრაქტიკულად ყველა თბილისელი და ქალაქის სტუმარი აუცილებლად გაისეირნებს ქალაქში.

ყველა ახალი ამბავი
0