თბილისის საპატიო მოქალაქეთა სიაში არიან ფაჩულია, ათანელი, ჰანი

გამოწერა
„თბილისობა", ტრადიციულად, „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების ცერემონიით დასრულდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საპატიო მოქალაქე" 2017 წელს 13 ადამიანი გახდა.

ლაურეატების დაჯილდოება თბილისობა 2017"-ის დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კონცერტზე გაიმართა.

© FB / Tbilisi City Hall "თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების ცერემონია
Церемония присвоения звания Почетного гражданина Тбилиси - Sputnik საქართველო
"თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭების ცერემონია

თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიიღეს: ევროკომისარმა გაფართოებისა და კეთილმეზობლობის საკითხებში იოჰანეს ჰანმა, ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, ლიტერატორმა და ჟურნალისტმა თამაზ ტყემალაძემ, ექიმმა და მეცნიერმა რომან შაქარიშვილმა, ექიმმა კარდიოლოგმა გულნარა ჩაფიძემ, მეცნიერმა, ქიმიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ, კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა, საოპერო მომღერალმა ლადო ათანელმა, მუსიკოსმა თამაზ ყურაშვილმა, მსახიობმა, რეჟისორმა და სცენარისტმა მერაბ თავაძემ, კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, სპორტულმა ჟურნალისტმა, პუბლიცისტმა და ფოტოგრაფმა დემიკო ლოლაძემ, პედაგოგმა, მთარგმნელმა და პუბლიცისტმა ზაირა დავარაშვილმა.

თბილისობა 2017 და დედაქალაქის ტრადიციები - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი: ისტორიული რეკონსტრუქცია თბილისობაზე

თბილისობის დღესასწაული წელს 7–8 ოქტომბერს ჩატარდა. ძირითადი ღონისძიებები გაიმართა ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევის მიდამოებში.

თბილისობა" პირველად 1979 წელს ჩატარდა. მისი გამართვის ინიციატორია ცნობილი ქართველი მოგზაური, მხარეთმცოდნე და ჟურნალისტი გვანჯი მანია. რთული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღესასწაული 1989–1994 წლებში არ აღნიშნულა, მაგრამ 1995 წლიდან კვლავ აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0