რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliგზების რებილიტაცია
გზების რებილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ რუსთავში შიდა გზების მოწესრიგება გრძელდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„დასრულების ეტაპზეა თოდრიას ქუჩის ასფალტირება, წლების მანძილზე აქ არსებული ორმოების გამო ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება", — ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე არხები.

რუსთავის მოსახლეობა მალე შეძლებს მოწესრიგებულ გზებზე კომფორტულად გადაადგილებას. 

შაბათს მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

ყველა ახალი ამბავი
0