თურქეთელი ქართველი ორჰან ბერიძე საქართველოს დედაქალაქს „თბილისობის“ დღესასწაულს ულოცავს

გამოწერა

ორჰან ბერიძე — თურქეთში მცხოვრები ქართველია, რომლის წინაპრები წარმოშობით ქედის რაიონის სოფელ წონიარისიდან იყვნენ და საქართველო 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დატოვეს. 

ბატონმა ორჰანმა ბავშვობა და ახალგაზრდობა მშობლებთან ერთად ქალაქ გირესუნის რაიონის ქართულ სოფელ ბულანჯაღში გაატარა. რამდენიმე ათეული წელია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად სტამბულში ცხოვრობს და ქართული კულტურის პოპულარიზაცაას ეწევა სხვა თურქეთელ ქართველებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ბატონმა ორჰანმა ქართული გვარი — ბერიძე სულ რამდენიმე თვის წინ დაიბრუნა სასამართლოს დადგენილებით, როგორც მეუღლის, ისე თავისი 14 წლის ვაჟისათვის.

ამჟამად ბატონი ორჰან ბერიძე სტამბულის სასამართლოში მუშაობს ქართული ენის თარჯიმნად და ფასდაუდებელ სამსახურს უწევს სტამბულში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ყველა ახალი ამბავი
0