თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ლატვიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა, იუწყება РИА Новости სასწრაფო დახმარების პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა, ისინი უგონო მდგომარეობაში არიან", — განაცხადეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ავიაკატასტროფა მოხდა დასახლებულ პუნქტ პრიეკულესთან, სადაც ავტორალიში ევროპის ჩემპიონატის ბოლო ეტაპი „ლიეპაია" მიმდინარეობდა. მიმდინარეობს კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა. თვითმხილველთა განცხადებით, ვერტმფრენი აფრენისას ელექტროსადენებს მოედო.
ინციდენტის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.