გიორგაძე: საქართველო ირანისთვის ინვესტიციების ჩასადებად ხელსაყრელი ქვეყანაა

გამოწერა
10 ოქტომბერს სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში“ საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ირანელი ბიზნესმენები საქართველოს განიხილავენ, როგორც კარგ საინვესტიო ქვეყანას, მიაჩნია ეკონომისტ ვეფხია გიორგაძეს.

„ირანელი ინვესტორების ეკონომიკური და პოლიტიკური შეფასების კრიტერიუმით საქართველო მათთვის ფულის დასაბანდებლად ხელსაყრელი ქვეყანაა. ჩვენთვის კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, როგორც ეროვნული ვალუტის გამყარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით", — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ეკონომისტის თქმით, ირანული ბიზნესის საქართველოთი დაინტერესებას ხელს ევოროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაც უწყობს, თუმცა ამავე დროს ისიც არის მნიშვნელოვანი, თუ რა საინვესტიციო წინანდადებებს დაახვედრებს თბილისში ჩამოსულებს ქართული მხარე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა

2017 წლის 10 ოქტომბერს, 10:00-ზე, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, იუწყება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის Facebook-გვერდი.

ორაგნიზატორების ინფორმაციით, ირანული ბიზნეს-დელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია: ტრანსპორტი, ქიმიური პროდუქციისა და ნავთობის გადაზიდვები, კვების მრეწველობა, ხის გადამუშავება, ელექტრო დანადგარების წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ლითონის წარმოება, ნავთობი და გაზი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი, საიუველირო წარმოება, ანტიბაქტერიული პრეპარატების წარმოება, ფარმაცევტიკა, შეფუთვა, ჰიგიენური საშუალებები, ნედლეულის იმპორტ-ექსპორტი, პლასტმასის წარმოება, საინჟინრო და სამშენებლო სექტორი, ინტერნეტ-სერვისები.

მანამდე ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი აპრილში, ირანის საგრეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველომ და ირანმა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რის შემდეგაც ქვეყნები მუდმივად ეწევიან პოლიტიკურ დიალოგს ორ- და მრავალმხრივ ფორმატებში. გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0