თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზებით, სამშაბათს, 10 ოქტომბერს თბილისში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში დილიდან უმეტესად მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდი იქნება. მზის ამოსვლა — 07:06 საათზე. დღის მეორე ნახევარში ამინდი გაფუჭდება. 22:000 საათზე მოსალოდნელია წვიმა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — 14 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით ჰაერის ტემერატურა 21 გრასდუს სითბოს მიაღწევს. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
მზის ჩასვლა — 18:29 საათზე.