თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვის ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონში სავაჭრო ცენტრ „სინდიკაში" ხანძრის კერები 55 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, შენობიდან ევაკუირებულია 3 000 ადამიანი, იუწყება РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
"ხანძრის ფართობია 55 000 მეტრი, ევაკუირებულია 3 000 ადამიანი", — განაცხადა მან.
მოსკოვის რაიონ სტროგინოსთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრ "სინდიკაში" ხანძარი კვირას გაჩნდა. არსებობს სავაჭრო ცენტრის კონსტრუქციის ჩამონგრევის საფრთხე. შენობიდან მაშველების ჩათვლით ყველა გაიყვანეს. Пожар на рынке #Синдика #Строгино pic.twitter.com/TS8kXLckQM
— Svetlana Kolosova (@Svkolosova) October 8, 2017
სავაჭრო კომპლექსის სახურავზე ღია ცეცხლი ჩანს. შენობა ბოლშია გახვეული. გზაზე ხანძრის გამო მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა.
სავაჭრო კომპლექსის ფართობი — 150 000 კვადრატული მეტრია. კომპლექსში სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო საქონელი იყიდება.