„თბილისობა“ ნიუ-იორკში, ანუ ქართული ფარიკაობა, ფელამუში და ჩურჩხელა Wolfe's pond park-ში

გამოწერა

8 ოქტომბერს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ზოგადად ხდება „თბილისობაზე“: ქართული სიმღერა და ცეკვა, ტრადიციული ხელობის ნიმუშების გამოფენა, ქართული ღვინო და ხინკალი, ქართული სითბო და სიყვარულის გამოხატვის მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სცენები…

განსხვავება იქნება ამერიკული მეგაპოლისის გარემო და მასზე მოსული ამერიკელები, რომლებიც პირველად ეზიარებიან ქართულ კულტურას და ჩვენებურ თბილისობას თავისებურად, მაგრამ იმედია, მაინც დაამუღამებენ…

მსგავსი მასშტაბით თბილისობის ჩატარება თავისუფლების ქვეყნის მთავარ ქალაქში ჯერ არავის გაურისკავს. ასეთი იდეა იქ არსებულ ორგანიზაცია „Georgian Union“-ის დამაარსებელს, ზვიად ზივზივაძესა და ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები” ხელმძღვანელს, ივანე გოდერძიშვილს გაუჩნდათ.

ყველა ახალი ამბავი
0