საქართველოს დედაქალაქი 7 და 8 ოქტომბერს თბილისობას აღნიშნავს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობს დღეს ტრადიციული დღესასწაული.
თბილისის ისტორიული ცენტრი ორი დღით კვლავ გადაიქცევა სადღესასწაულო ბაზრობად. ქალაქი ტრადიციულად აღნიშნავს თბილისობას.
დღესასწაულის გამართვის თავდაპირველი ინიციატორი იყო ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანია, რომელმაც 1976 წელს გაზეთში "თბილისი" გამოაქვეყნა წერილი "შევინარჩუნოთ ახალი დღესასწაული".
წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისელებისგან და სამი წლის შემდეგ, 1979 წლის 28 ოქტომბერს, პირველი თბილისობა გაიმართა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ტრადიციად იქცა.

თბილისობის მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ისტორიულ ცენტრში იმართება

რიყის პარკში, ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, მეიდანსა და აბანოთუბანში სტუმრებს სადღესასწაულო მორთულობებით ეგებებიან

სადღესასწაულო ბაზრობები, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო და ქართული კერძები, შეიძინოთ სამახსოვრო სუვენირები, თბილისობის განუყოფელ ნაწილად იქცა

თბილისობაზე ქალაქის ისტორიულ ცენტრში შეხვდებით სხვადასხვა პერსონაჟებს, მაგალითად XIX საუკუნის ფოსტალიონს

ან მეარღნეს, რომელიც სტუმრებისათვის მუსიკას უკრავს

ღია ცის ქვეშ იწვება მწვადი და მზადდება სხვადასხვა კერძები, რომლითაც სტუმრებს უმასპინძლდებიან

ლეღვთახევში ნამდვილი წარდმოგენა იმართება - მსახიობები XIX საუკუნის თბილისელებს განასახიერებენ

აქ ასევე იხილავთ გოგონებს ყვავილებით ხელში, რომლებსაც ეროვნული სამოსი აცვიათ

თბილისობაზე სტუმრები ქუჩის კაფეებში ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს

დღესასწაულზე ბევრი სტუმარი იღებს სამახსოვრო ფოტოს

ტურისტებს საქართველოს და თბილისის სამახსოვრო ფოტოს გადაღება ბევრგან შეუძლიათ

ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციის, სხვადასხვა სუვენირების შეძენისა და ისტორიული წარმოდგენების ყურების გარდა, თბილისობაზე ბევრ სხვა გასართობსაც აღმოაჩენთ

მაგალითად, შეგიძლიათ უყუროთ, თუ როგორ ამზადებენ თიხის ჭურჭელს, ან თავად სცადოთ გამოძერწვა, ასევე მონაწილეობა მიიღოთ ბევრ სხვა ინტერაქტიულ თამაშში

გოგონა თბილისობაზე "ახალ ტფილისში" იღებს სელფის

ლეღვთახევში დღესასწაულის სტუმრები კოსტუმირებული წარმოდგენის მონაწილეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოს იღებენ

სადღესასწაულო ხილის კალათი თბილისობა 2016-ზე

აბანოთუბანში თბილისობაზე ეროვნული სამოსში ჩაცმული გოგონები მღერიან