ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭადრაკის ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, დღეს ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

ნებისმიერი ოჯახი ზუგდიდში, ყოველთვის ღია იყო ქალბატონ ნონასთვის და ახლაც ასე იქნება“, — განაცხადა მერმა.

ნონა გაფრინდაშვილისდთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია „ჯიჯი-გიმნაზიაში“ გაიმართა და მას  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დაესწრო. მან მოჭადრაკეს განახლებული ჭადრაკის სასახლის პროექტი გააცნო.

„მინდა თქვენთვის და თითოეული ზუგდიდიელისთვის სასაიხარულო ამბავი გითხრათ, ზუგდიდის მერიამ უკვე მოამზადა ჭადრაკის სასახლის პროექტი, რომელსაც ჩვენ მომავალ წელს განვახორცეიელბთ და სასახლის გავხსნის დღეს თქვენი ნებართვით გავხსნით თქვენი სახელობის ვარსკვლავს“ განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის სასახლეში მივიდა, ახალგაზრდებთან ჭადრაკი ითამაშა და მათთან ფოტოები გადაიღო.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი

„ქალაქმა დაიმსახურა, რომ ახალ თაობას კარგი ჭადრაკის სახლი ჰქონდეს, თუ ცოდნას მიიღებთ თქვნს ცხოვრებას წინ არაფერი არ ადაუდგება, ამას გულით გეუბნებით და მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას’’ — განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი

ქ. ზუგდიდიდის საჭადრაკო სკოლაში, 2016-2017 სასწავლო წელს ირიცხება 180-მდე მოსწავლე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით. ჭადრაკის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება 2018 წელს

თინათინ ბუკია


ყველა ახალი ამბავი
0