თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ლონდონის ცენტრში ავტომობილის ხალხში შეჭრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება РИА Новости ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით.
ინციდენტი შაბათს, სამხრეთ კენსინგტონის რაიონში მოხდა. ავტომობილი ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმთან ტროტუარზე ავარდა და რამდენიმე ადამიანს გადაუარა. პოლიცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იუწყება.#London RT @nickyharley: South Kensington tube station shut after car mounts curb by #naturalhistorymuseum pic.twitter.com/E3bFG0Rt9r
— Muschelschloss 🔸 (@Muschelschloss) October 7, 2017
ფეხით მოსიარულეებში ავტომობილის შეჭრის ინციდენტის მიზეზებს გამოძიება სწავლობს, იუწყება სკოტლანდ-იარდში არსებული წყარო.Police shut roads near Natural History Museum following people injured after car mounts curb #naturalhistorymuseum pic.twitter.com/2YzbhTWZnX
— Nicky Harley (@nickyharley) October 7, 2017
ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა.