თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
მამაკაცებს ჭრილობები ბარძაყის არეში აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ინციდენტი დამფუძნებლების ოფისთან შაბათ დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი დაჭრილი ბიზნესმენის ძმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.