თბილისის მერია სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
დროებით შეიცვალა ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 და 8 ოქტომბერს თბილისი მერიამ  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის მარშრუტებზე ცვლილებები განახორციელა, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 და 8 ოქტომბერს, სატრანსპორტო მოძრაობის შეიზღუდება ევროპის მოედანსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. შესაბამისად, დროებით იცვლება ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება კოტე აფხაზისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ხოლო ავტობუსები: N23, 59 და N95 ბარათაშვილის ქუჩას აღარ გაივლიან და მოძრაობას დაასრულებენ ზაარბრიუკენის მოედანზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარასკევს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ცნობით „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 6 ოქტომბერს, 23:00 საათიდან, ქალაქის ისტორიულ ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

დღეს და ხვალ „თბილისობა 2017"  გაიმართება. დღესასწაულის მთავარი ლოკაციები ახალი ტფილისი, რიყე და ლეღვთახევი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0