სამხარაძე: სამეცნიერო პიკნიკი დიდ წვლილს შეიტანს მეცნიერების პოპულარიზაციაში

© FB / Iliauniილიაუნი 11 წლისაა - სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნი 11 წლისაა - სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი ნატო სამხარაძეს საუბრობს.
სამხარაძე: სამეცნიერო პიკნიკი დიდ წვლილს შეიტანს მეცნიერების პოპულარიზაციაში

„ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც ამ კუთხით პირველად ჩატარდა საქართველოში.  ვთვლი, რომ სამეცნიერო პიკნიკი დიდ წვლილს შეიტანს  მეცნიერების პოპულარიზაციაში. ყველაზე მეტი დამთვალიერებლები არიან სკოლის მოსწავლეები და ისინი თვალნათლივ ხედავენ, რომ თურმე ეს მეცნიერება არ ყოფილა რთული და მიუღწეველი“, ამბობს სამხარაძე.

საქართველოში „სამეცნიერო პიკნიკი” პირველად 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა. ღონისძიების ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. სამეცნიერო პიკნიკის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის მერიამ, პოლონეთის საელჩომ საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პოლონური წარმატებული მოდელის მიხედვით გაკეთდა, რომელიც ვარშავაში წელს უკვე მეოცედ იმართება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით.

ყველა ახალი ამბავი
0