ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპედრო აგრამუნტი
პედრო აგრამუნტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგრამუნტმა Twitter-ზე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

თბილისი, 6 ოქტპმბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პედრო აგრამუნტმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

"დღეს, პირადი მიზეზებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე აღარ დავიკავო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტი", — დაწერა აგრამუნტმა Twitter-ზე.

აგრამუნტის ირგვლივ სკანდალი ევროსაბჭოს აპრილის სესიის დროს აგორდა, როდესაც ევროპარლამენტარებმა ასამბლეის თავმჯდომარე სირიაში მარტში ვიზიტის გამო გააკრიტიკეს.

ოქტომბრის სესიის ფარგლებში კენჭისყრის საფუძველზე უნდა მომხდარიყო აგრამუნტის ოფიციალური გათავისუფლება. ივნისში პროცედურების ჩატარებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა — შეცვალა ასამბლეის მთავარი დოკუმენტი რეგლამენტი. ივნისის თვიდან თავმჯდომარის ფუნქციას ორგანიზაციის 19 ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს.

პედრო აგრამუნტი - Sputnik საქართველო
ქართველმა დეპუტატებმა პედრო აგრამუნტს გადადგომისკენ მოუწოდეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალურად დაადასტურა პედრო აგრამუნტის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი, რომლის მოვალეობასაც უფროსი ვიცე-თავმჯდომარე — ბრიტანელი როჯერ გეილი შეასრულებს, ნათქვამია ასამბლეის განცხადებაში.

"გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობებს ავტომატურად შეასრულებს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, სერ როჯერ გეილი", — აღნიშნულია დოკუმენტში. ასამბლეის წესების შესაბამისად, როჯერ გეილი მომავალი თავმჯდომარის არჩევამდე შეასრულებს მოქმედი თავმჯდომარის ფუნქციებს.

ყველა ახალი ამბავი
0