მიხეილ ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი: 9-15 ოქტომბერი

© Sputnik / Seyran Baroyanასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" ავტორი, ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს, თუ რას მოგვიტანს მორიელის ეპოქა და რა სფეროებში გაგვიმართლებს შემდეგ კვირაში - 9-15 ოქტომბერს

საერთო ვითარება გაუმჯობესდება. აქამდე დედამიწის ენერგეტიკა უარყოფით ზონაში იყო, ამიტომ არსებობდა ბევრი სირთულე, მეტი კონფლიქტი და ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩერდებოდა საქმეები, შეხვედრები ისე არ მიმდინარეობდა, როგორც სასურველი იყო, იყო სხვადასხვა სახის პრობლემა, მათ შორის ამინდთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით და ა. შ.

რისთვის არის კარგი ეს პერიოდი?

ამ კვირაში წარმატებული მოლაპარაკებებისთვის მეტი პოზიტიური შესაძლებლობები და შანსები იქნება. ბევრი ადამიანი თავს უკეთ იგრძნობს როგორ ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე იგრძნობს შინაგან თავისუფლებას. ბევრი იქნება უფრო შემოქმედებითად განწყობილი, ღია ახალი პერსპექტივებისთვის.

ეს ძალიან კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად. თუმცა, ახლა მოქმედება მაინც სჯობს პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი", რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ, თუმცა, ეს შეცდომაც უმნიშვნელო იქნება.

ხელოვნების, სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა 14 ოქტომბერს სასწორის ნიშანში გადადის, ეს კი ის ნიშანია, რომელშიც ვენერას თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა უყვარს. ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობებში ძალზე კარგი და ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ.

© FB/ Zodiac Signsჰოროსკოპი
ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
ჰოროსკოპი

რას მოიტანს მორიელის ეპოქა?

ზოდიაქოს აბსოლუტურად ყველა ნიშანი ამ პერიოდში უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს და ეფექტურად იმოქმედებს. ამას ხელს შეუწყობს ენერგიის ცვლა, რომელიც გამარჯვების პლანეტა იუპიტერის მორიელის ნიშანში გადასვლით იქნება გამოწვეული. ეს 10 ოქტომბერს მოხდება.

ეს ბევრად უფრო პერსპექტიული და საინტერესო პერიოდია: კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, შეთანხმებების მიღწევა როგორც პირად, ისე საქმიან სფეროებში.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჯანმრთელობის ფაქტორი. უფრო აქტიურად იქნება შესაძლებელი საკუთარი თავის გამოვლენა უცხოელებთან, კარგი პერიოდია მოგზაურობებისთვის, სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მიღებისთვის.

რა მივულოცოთ მორიელებს?

რადგან იუპიტერი მორიელის ნიშანში გადადის, პირველ რიგში, ამ ნიშნის წარმომადგენლებს უნდა მივულოცოთ. ეს ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში წარმატებულ მოქმედებებში მთავარი ფავორიტი მორიელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირა მათთვის ჯერ კიდევ ოდნავ რთულია, ექნებათ რაღაც პრობლემები და მათი ტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, პროცესი, რომელიც თითქმის მთელი წელი გაგრძელდება, უკვე დაწყებულია

ამიტომ მორიელებს საკმაოდ კარგი შესაძლებლობები ექნებათ, ეს განსაკუთრებით ნოემბერში გამოჩნდება. მორიელების ენერგოტონუსი 15 ოქტომბრიდან გაძლიერდება.

გარდა ამისა, მორიელების ეპოქაში წარმატებებს მიაღწევენ კირჩხიბები, თევზები — ისინი თავს ბევრად უკეთ და წარმატებულად იგრძნობენ. იუპიტერის მორიელის ნიშანში გადასვლა გააუმჯობესებს სამხედრო ორგანოების, ძალოვანი სტრუქტურების მდგომარეობას. აქ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და დადებითი ცვლილებები.

© FB/ Zodiac Signsმორიელი
მორიელი - Sputnik საქართველო
მორიელი

რა სფეროებშია მოსალოდნელი წარმატებები?

უფრო მაღალ დონეზე ავა ეზოთერიკის სფერო, რომელსაც მორიელი ფლობს. ადამიანებს მეტი ინტერესი ექნებათ ეზოთერიკის, კოსმოსური კანონების, ფილოსოფიის, ეკოლოგიის სფეროებში. ეს სფეროები შესამჩნევად გაცოცხლდება, გახდება საინტერესო და უფრო გაჯერებული.

განვითარდება ეროტიკული სფეროც, რამდენადაც მორიელი ეროტიკულ სფეროსაც მართავს. ამიტომ ბიზნესი ამ სფეროში ასევე წარმატებული გახდება.

გაუმჯობესდება ფინანსური მხარეც. ეს ქვეყნებს ოქტომბრის მეორე ნახევარში, შემდეგ კი ნოემბრის მეორე ნახევარში იმ კანონების მიღებისა და იმ რეფორმების გატარების საშუალებას მისცემს, რომლებიც ადამიანებს ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური