ცქიფაშვილი: სკოლაში 17 ბავშვი სწავლობს, აქედან რვა ჩემი შვილია
„ვცხოვრობდი სოფელში და ჩვენს სკოლაში გამოჩნდა მასწავლებლის ადგილი. შრომის და ხელოვნების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. პირველი გაკვეთილი იყო საოცარი ემოციებით დატვირთული. თავიდან, როგორც პედაგოგს ცოტა გამიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა შემდეგში ბავშვებმა თვითონ მასწავლეს პედაგოგობა“, ამბობს ცქიფაშვილი.
ირმა ცქიფაშვილი 10 შვილის დედაა. შუაფხოს სკოლაში დღეის მონაცემებით 17 ბავშვი სწავლობს, აქედან რვა ქალბატონი ირმას შვილია.