თბილისში საკუთარ ბინაში მამაკაცი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის მონაცემებით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის რაიონში, ერთ-ერთ ბინაში შსს-ს თანამშრომლებმა საშუალო ასაკის მამაკაცის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლი არ გავრცელებულა ბინაში და ის ხანძარს გადაურჩა.

მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.


ყველა ახალი ამბავი
0